воскресенье, 17 июня 2018 г.

ტრენინგი: საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

რვა დღის განმავლობაში ვმონაწილეობდი ტრენინგში, რომლის მიზანიც იყო მასწავლებლებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების გაცნობა და, რაც მთავარია, ამ ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების უმთავრესი თავისებურებების შესწავლა. შესაშური მოთმინება გამოიჩინა ჩვენმა ტრენერმა და ამდენ მასწავლებელს ერთად გვასწავლა ბევრი ახალი რამ: ბლოგის შექმნა და მართვა; Google-ს პროდუქტები და მათი გამოყენება; სასწავლო რესურსების დამზადება Microsoft Office-ს პროგრამების (Word, PowerPoint, Exel) მეშვეობით. შეფასების რუბრიკების შექმნა... და, როგორც უკვე აღვნიშნე, უმთავრესი: ყოველივე ამის გამოყენება სასწავლო პროცესში! ამიტომ უგულითადესი მადლობა ქალბატონ შორენა მიქაბერიძეს! (თანაც რაჭველია!)

воскресенье, 10 июня 2018 г.

ჩათი

Made with Padlet

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს გაკვეთილის პორტფელიო დავასრულე და ავტვირთე Google Drive-ზე. შემდეგ გავაზიარე იგი ჩემი ბლოგის სტუმრებისათვის, რისთვისაც ბლოგზე განვათავსე შესაბამისი ბმული. 

ვაჟა-ფშაველა თავისუფლების შესახებ

"... რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? – თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის..."

რჩეული

ტრენინგი: საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

რვა დღის განმავლობაში ვმონაწილეობდი ტრენინგში, რომლის მიზანიც იყო მასწავლებლებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების გაცნობა და, რაც მთავარია, ა...

პოპულარული